Belive

განელმა პოლიტიკოსმა ჰარი მაგუაიერს ბოდიში მოუხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალბათ ყველას გახსოვთ განელი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჰარი მაგუაიერს დასცინა.

შარშან ისააკ იდონგომ განას ვიცე პრეზიდენტი მაჰუმუდუ ბავუმია მაგუაიერს შეადარა, რომელიც გოლებს საკუთარ კარში იტანდა.

გასულ სეზონში მაგუაიერი მართლაც დიდი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი ბევრ შეცდომას უშვებდა და სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაც უჭირდა.

თუმცა, 12 თვის შემდეგ ჰარი დაბრუნდა ძირითადში და ღირსეულ შეხვედრებსაც ატარებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაგუაიერმა კრიტიკოსები გააჩუმა. ინგლისელი მცველის ასეთმა თამაშმა განელი პოლიტიკოსის გულიც მოათბო და მაგუაიერს ბოდიშიც მოუხადა.

”თუ გახსოვთ, შარშან ვიცე-პრეზიდენტი ჰარი მაგუაიერს შევადარე. ბატონო სპიკერო, მე მინდა ჰარი მაგუაიერს ბოდიში მოვუხადო. ბატონო თავმჯდომარევ, მე მინდა ბოდიში მოვიხადო. დღეს მაგუაიერი სრულიად შეიცვალა. ის ახლა "მანჩესტერ იუნაიტედში" გოლებსაც კი იტანს. - განაცხხადა ადონგომ

აღსანიშნავია, რომ განელი პოლიტიკოსის ბოდიში ჰარი მაგუაიერმა მიიღო და ის "ოლდ ტრაფორდზეც" დაპატიჟა.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა მცველმა "წითელი ეშმაკების" მაისური 11-ჯერ მოირგო და ერთ გოლთან ერთად, ასისტიც მიითვალა.

სხვა სტატიები