Belive

რა შემადგენლობით შეიძლება ითამაშოს ლივერპულმა ასტონ ვილასთან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მერსისაიდული" კლუბი 10 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან "ლესტერს". როგორც იცით "ლივერპულს" 17 დეკემბერს "ასტონ ვილასთან" თასის ეგიდით აქვს მატჩი, ხოლო 18 დეკემბერს კლოპის გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "მონტერეის" უნდა დაუპირისპირდეს. აქედან გამომდინარე არის ალბათობა იმისა, რომ კლოპი სულ სხვა შემადგენლობას გამოიყვანს "ასტონ ვილასთან" მატჩში. გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობას. მეკარე - კაოიმინ კელერი (21 წლის) მარჯვენა მცველი - კი-ჯანა ჰოევერი (17 წლის) ცენტრალური მცველი - სეპ ვან დე ბერგი (17 წლის) ცენტრალური მცველი - მორგან ბოიესი (18 წლის) მარცხენა მცველი - იასერ ლაროუჩი (18 წლის) ცენტრალური ნახევარმცველი - პედრო ჩირიველა (22 წლის) ცენტრალური ნახევარმცველი - ჰარბი კეინი (21 წლის) ცენტრალური ნახევარმცველი - ისააკ დევისი (22 წლის) მარჯვენა გარემარბი - ჰარვი ელიოტი (16 წლის) მარცხენა გარემარბი - ლუის ლონგსტაფი (17 წლის) ცენტრალური თავდამსხმელი - ლეიტონ სტიუვარტი (17 წლის) "ლივერპულის" ორი მთავარი ამომავალი ვარსკვლავი ადამ ლევისი და რიან ბრიუსტერი ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან გუნდს. "ლივერპულის" ბოსები უკმაყოფილო არიან ფედერაციის გადაწყვეტილებით. ცნობილია, რომ ისინი ითხოვდნენ ამ მატჩის გადადებას, თუმცა ფედერაციამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და 17 დეკემბერს დაპირისპირება ჩანიშნულ დროს გაიმართება.

სხვა სტატიები