შემდეგი სეზონიდან, საფეხბურთო კლუბი "საბურთალო", გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ, 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს.
ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა" ავრცელებს, მათ ეს ინფორმაცია "საბურთალოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
"საბურთალოში" 21 ნომრიანი მაისურით ლევან კაკუბავა ასპარეზობს.