"რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, როდესაც შენი ცხოვრების კლუბთან ერთად აღწევ წარმატებას" - ნიკო უილიამსი
ესპანელმა ფეხბურთელმა ნიკო უილიამსმა ატლეტიკ ბილბაოსთან კონტრაქტი 2035 წლამდე გაახანგრძლივა, რაც გუნდის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კონტრაქტია. ბარსელონას ძალიან დიდი ინტერესის მიუხედავად, გუნდმა ფეხბურთელის დარწმუნება შეძლო და მისი გაშვების გეგმები დღის წესრიგში არ დადგა.
ხელმოწერის შემდეგ 23 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა.
ჩვენ წინ დიდი მიზნები გვაქვს, მაგალითად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და გვინდა, რომ ტურნირზე წარმატებას მივაღწიოთ. რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, როდესაც შენი ცხოვრების კლუბთან ერთად აღწევ იმ წარმატებას, რაც მიზნად გაქ დასახული. მსურს ისტორიის წერა გავაგრძელო აქ, სან მამესზე, გულშემატკივრებთან და ჩემს ოჯახთან ერთად.
მე და ჩემი ძმა დიდი ხანი ვოცნებობდით ამ მომენტზე, ჩემი ძმა ყველასთვის მისაბაძია ადამიანია, განსაკუთრებით კი ჩემთვის. ვფიქრობ ის საუკეთესო ადამიანია კაპიტნობისთვის, მინდა, რომ სამკლაურით დიდი ხნის განმავლობაში ვხედავდე.
ვიმედოვნებ ყველაფრის გაკეთებას შევძლებ გულშემატკივრებისთვის და ვუპასუხებ იმით, რაც მათ მომცეს, მინდა, რომ მათ ისიამოვნონ ჩვენი თამაშით. მე ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი მათგან და ძალიან ვამაყობ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც მყავს.
- ნიკო უილიამსი - ატლეტიკ ბილბაოს ფეხბურთელი
❤️ En familia, todo es mejor.#AthleticWIN #NicoWilliams2035 🦁 pic.twitter.com/kf8rtMGf0w
— Athletic Club (@AthleticClub) July 15, 2025
ნიკო უილიამსი 2013 წელს ოსასუნას აკადემიაში ირიცხებოდა, მას შემდეგ კი ატლეტიკ ბილბაოს მიაშურა და დღემდე იქ ასპარაზობს, მან თავისი ბავშვობის გუნდის 167 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 31 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნიკომ 2023/24 წლების სეზონში ბილბაოსთან ერთად ესპანეთის თასის მოგებაც მოახერხა.