Belive

რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ვებგვერდმა Whoscored.com-მა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მაღალი, 7.7-ქულიანი შეფასება გიორგი ქოჩორაშვილს დაუწერა, ყველაზე დაბალი, 5.1 ქულა კი - სანდრო ალთუნაშვილს.

გიორგი ქოჩორაშვილი გამოარჩია Sofascore-მაც, რომელმაც ქართველი ნახევარმცველის თამაში 7.6 ქულით შეაფასა.

27 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბურთს სულ 91-ჯერ შეეხო, საგოლე გადაცემა მიითვალა, 68-დან 62 ზუსტი პასი გააკეთა (91%), კარისკენ 3-ჯერ დაარტყა და 11-დან 7 დუელი მოიგო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება Whoscored-ის ვერსიით:

მამარდაშვილი - 6.2

წიტაიშვილი - 5.6

კაშია - 6.5

კვერკველია - 6.2

დვალი - 6.4

კაკაბაძე - 7

მექვაბიშვილი - 6.7

ქოჩორაშვილი - 7.7

კვარაცხელია - 6.9

ჩაკვეტაძე - 6.5

მიქაუტაძე - 7.6

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:

ზივზივაძე - 6.1

ლოჩოშვილი - 6

დავითაშვილი - 6

ალთუნაშვილი - 5.1

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება Sofascore-ის ვერსიით:

მამარდაშვილი - 6.8

წიტაიშვილი - 6.4

კაშია - 6.8

კვერკველია - 6.5

დვალი - 6.8

კაკაბაძე - 7.3

მექვაბიშვილი - 6.9

ქოჩორაშვილი - 7.6

კვარაცხელია - 6.6

ჩაკვეტაძე - 6.7

მიქაუტაძე - 7.4

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:

ზივზივაძე - 6.5

ლოჩოშვილი - 6.4

დავითაშვილი - 6.2

ალთუნაშვილი - 4.1

სხვა სტატიები