რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა კვიპროსთან მატჩში?
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
ვებგვერდმა Whoscored.com-მა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მაღალი, 8.1-ქულიანი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას (გოლისა და საგოლე პასის ავტორი) დაუწერა, ყველაზე დაბალი, 6.1 ქულა კი - ნიკა კვეკვესკირსა და ანზორ მექვაბიშვილს.
კვარაცხელიასთან ერთად, გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია Sofascore-მა, რომელმაც ორივე მათგანის თამაში ასევე 8.1 ქულით შეაფასა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება Whoscored-ის ვერსიით:
მამარდაშვილი - 7.7
აზაროვი - 6.7
კაშია - 7.1
კვერკველია - 7.1
ლოჩოშვილი - 7.1
მამუჩაშვილი - 6.7
კიტეიშვილი - 7.8
ქოჩორაშვილი - 7.3
კვარაცხელია - 8.1
ჩაკვეტაძე - 7.9
ზივზივაძე - 6.7
შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:
შენგელია - 7.2
კვეკვესკირი - 6.1
მიქაუტაძე - 6.6
დავითაშვილი - 6.9
მექვაბიშვილი - 6.1
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება Sofascore-ის ვერსიით:
მამარდაშვილი - 8.1
აზაროვი - 6.7
კაშია - 7
კვერკველია - 7.2
ლოჩოშვილი - 7.2
მამუჩაშვილი - 6.7
კიტეიშვილი - 7.4
ქოჩორაშვილი - 6.8
კვარაცხელია - 8.1
ჩაკვეტაძე - 7.6
ზივზივაძე - 6.5
შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:
შენგელია - 7.2
კვეკვესკირი - 6.6
მიქაუტაძე - 6.8
დავითაშვილი - 7
მექვაბიშვილი - 6.5
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის 6 ტურის შემდეგ საქართველოს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-4 პოზიციაზეა.
ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 16 ნოემბერს, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.