Belive

რა შეფასება დაიმსახურეს ჩაკვეტაძემ და გოგლიჩიძემ პრესტონთან?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 32-ე ტურში პრესტონმა უოტფორდს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ უოტფორდის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა საბა გოგლიჩიძეს - ძირითადიდან დაიწყო გიორგი ჩაკვეტაძემაც.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, მეორე ტაიმის 2-წუთიან მონაკვეთში უოტფორდი წინ გავიდა, თუმცა 70-ე წუთზე მასპინძლებმა კვლავ გაიტანეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ჩაკვეტაძემ მოედანზე 45, ხოლო საბამ 61 წუთი გაატარა - ჩვენი ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საკმაოდ მაღალი (7.3) შეფასება დაიმსახურა, ჩაკვეტაძემ კი 6.4 ქულა მიიღო.

უკვე შვიდი მატჩია უოტფორდი ვერ იგებს - გუნდს 45 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. 21 თებერვალს, ქართველების გუნდი, დერბის უმასპინძლებს.