რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა დორტმუნდთან შეხვედრაში?
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოთარ კიტეიშვილის ,,შტურმმა'' ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-4 მატჩი დათმო. დღეს ავსტრიული კლუბი ,,დორტმუნდთან'' სტუმრად მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა ,,შტურმის'' ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანი 90-ე წუთზე დატოვა.
კიტემ Sofascore-სგან 7.5-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მეკარეს, კიელ სხერპენს ჩამორჩა.
28 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ბურთს სულ 59-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, 12-დან 5 დუელი მოიგო და 43-დან 40 (93%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
ასევე 7.5 ქულით შეაფასა კიტეიშვილის თამაში Whoscored-მა, 6.8-ით კი Flashscore-მა.
,,შტურმი'', რომელიც 4 ტურის შემდეგ უქულოდაა, ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 27 ნოემბერს, ,,ჟირონას'' წინააღმდეგ გამართავს.