რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა ატალანტასთან მატჩში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ,,შტურმმა'' ,,ატალანტას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც 62 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 7.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მეკარეს ჩამორჩა.
კიტეიშვილმა, რომელიც ბურთს სულ 33-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 23-დან 18 ზუსტი გადაცემა გააკეთა (78%) და 5-დან 4 დუელი მოიგო.
Whoscored-მა კიტეს თამაში 6.9 ქულით შეაფასა (მეტი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დაიმსახურა).
D ჯგუფის 3 ტურის შემდეგ ,,შტურმს'' 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. კიტეიშვილის გუნდი ევროტურნირის მომავალ შეხვედრას 10 ნოემბერს, ,,ატალანტასთან'' სტუმრად გამართავს.