Belive

რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა ატალანტას წინააღმდეგ?

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთარ კიტეიშვილის ,,შტურმმა'' ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ,,ატალანტასთან'' სტუმრად 5:0 წააგო და პლეი-ოფში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

ქართველმა ფეხბურთელმა ,,შტურმის'' ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანი 91-ე წუთზე დატოვა.

კიტემ Sofascore-სგან მისი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი, 7.1-ქულიანი შეფასება მიიღო.

28 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ბურთს სულ 65-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 8-დან 6 დუელი მოიგო და 49-დან 42 (86%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6.4 ქულით შეაფასა კიტეიშვილის თამაში Whoscored-მა (მე-3 შეფასება გუნდში) 6.6-ით კი Flashscore-მა.

,,შტურმი'', რომელიც 7 ტურის შემდეგ 3 ქულით სატურნირო ცხრილის 31-ე პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრას 30 იანვარს, ,,ლაიფციგის'' წინააღმდეგ გამართავს.