Belive

რა შეფასება დაიმსახურა კვერნაძემ ფიორენტინასთან მოგებულ მატჩში?

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მეორე ტურში ფიორენტინამ ფროზინონეს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ფლორენციელებმა ჩემპიონატი ყველაზე სუსტად დაიწყეს. რომასთან პირველ ტურში 4:0 წააგეს და ახლა ცხრილის ბოლო ადგილზე ისე არიან, რომ ბურთების შეფარდება (-7) აქვთ.

ისევე, როგორც იუვენტუსთან პირველი ტურის წაგებულ მატჩში (0:1), გიორგი კვერნაძემ ფიორენტინასთანაც შეუცვლელად ითამაშა და ამჯერად საგოლე გადაცემაც მიითვალა. რაიმონდომ ანგარიში სწორედ ქართველის პასით გახსნა. კვერნაძის შეფასება 7.6-დან 8.5-დეა (აღსანიშნავია, რომ WHOSCORED-ის შეფასებით, გიორგის უკეთესი მატჩი ჰქონდა, ვიდრე დუბლის ავტორ რაიმონდოს.

ფროზინონე შემდეგ მატჩს 2 სექტემბერს, იტალიის თასზე, სასუოლოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები