Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მონაკოსთან მატჩში?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა მონაკო სტუმრად 3:2 დაამარცხა.

პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანი 69-ე წუთზე დატოვა. კვარამ მატჩის 21-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თუმცა, სამწუხარო, თერთმეტმეტრიანი ვიტინიამ შეასრულა და ვერ გამოიყენა.

ქართველმა შემტევმა Sofascore-სგან 7,4-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ დუბლის ავტორს, დეზირე დუეს ჩამორჩა.

ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 68-ჯერ შეეხო, კარისკენ 8-ჯერ დაარტყა, 9-დან 4 დუელი მოიგო და 49-დან 47 ზუსტი გადაცემა გააკეთა (96%).

7,8 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashscore-მა, 7,2-ით კი - Whoscored-მა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ ოთხშაბათს, პარიზში გაიმართება, მანამდე კი პსჟ ლიგა 1-ში მეცს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები