Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან მატჩში?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-10 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,მილანს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

კვარამ WhoScored-სგან 7.8-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც ნეაპოლელთა რიგებში მხოლოდ მატეო პოლიტანოს (8) ჩამორჩა.

ქართველი შემტევი ბურთს სულ 61-ჯერ შეეხო, კარისკენ ორჯერ დაარტყა (ერთხელ კარში) და 33-დან 28 (85%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7.1 ქულით შეაფასა.

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას 4 ნოემბერს ,,სალერნიტანასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები