Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრიუშენთან შეხვედრაში?

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბრიუშენი'' სტუმრად 7:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 62 წუთი გაატარა და პენალტის მოპოვება შეძლო.

ხვიჩამ Sofascore-სგან 7.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 84-ჯერ შეეხო, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 8-დან 4 დუელი მოიგო და 63-დან 56 ზუსტი გადაცემა გააკეთა (89%).

7.4 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashescore-მა.

,,პარი სენ ჟერმენი'' მომავალ შეხვედრას შაბათს ღამით (00:05), საფრანგეთის ლიგა 1-ში, ,,ლილის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები