Belive

"არ ვნანობ მბაპეს გაშვებას" - პსჟ-ს პრეზიდენტმა კილიან მბაპეზე ისაუბრა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კილიან მბაპეზე ისაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზული კლუბი 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და სამეფო კლუბს შეუერთდა. რეალ მადრიდში გადაბარგებამდე პსჟ-ს პრეზიდენტსა და მას შორის ურთიერთობა აირია და გარკვეული სახის კონფლიქტსაც ჰქონდა ადგილი.

ალ ხელაიფიმ C à Vous-თან ინტერვიუში კილიან მბაპეზე ისაუბრა და სხვა ვარსკვლავებზეც გაამახვილა ყურადღება:

არ ვნანობ მბაპეს გაშვებას, მადლობა მინდა გადავუხადო კილიანს იმისთვის, რაც მან ამ კლუბისთვის გააკეთა. მათ შორის მინდა მადლობა ვუთხრა მესის, ნეიმარს, იბრაჰიმოვიჩს... ყველა მოთამაშეს, რადგან ეს კლუბისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო.

წელს კილიანის გარეშე გაგვიმართლა, მაგრამ მას რეალ მადრიდში წარმატებებს ვუსურვებ, რადგან დიდ ვარსვკლავებს და დიდ მოთამაშეებს დიდ პატივს ვცემ, მაშინაც კი, თუ ჩვენს შორის მცირე კონფლიქტი მომხდარა. გულწრფელად, გულით ვუსურვებ საუკეთესოს, თუ ის რა თქმა უნდა პსჟ-ს წინააღმდეგ არ ითამაშებს. მას შეეძლო ეს დიდი თავგადასავალი ჩვენთან ერთად გაეტარებინა. - ნასერ ალ ხელაიფი - პსჟ-ს პრეზიდენტი

სხვა სტატიები