რა შეფასება დაიმსახურა ირაკლი აზაროვმა ბარსელონასთან შეხვედრაში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,შახტარს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 6,9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
აზაროვი დღეს ბურთს სულ 64-ჯერ შეეხო, 7-დან 2 დუელი მოიგო და 51-დან 43 სწორი გადაცემა (84%) გააკეთა.
21 წლის მცველის თამაში WhoScored-მა 7 ქულით შეაფასა.
,,შახტარი'' ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 7 ნოემბერს, ,,ბარსელონასთან'' შინ გამართავს.