რა შეფასება დაიმსახურა ირაკლი აზაროვმა ანტვერპენთან შეხვედრაში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ,,შახტარმა'' ,,ანტვერპენს'' სტუმრად 3:2 მოუგო.
უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 7.1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჩამორჩა, რომელთაგან ორმა გოლის გატანაც შეძლო (სიკანს - 8.8, რაკიცკის - 7.7)
აზაროვი დღეს ბურთს სულ 56-ჯერ შეეხო, 8-დან 4 დუელი მოიგო და 38-დან 31 სწორი გადაცემა (82%) გააკეთა.
21 წლის მცველის თამაში WhoScored-მა 6,9 ქულით შეაფასა.
,,შახტარი'' ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 25 ოქტომბერს, ,,ბარსელონასთან'' სტუმრად გამართავს.