რა შეფასება დაიმსახურა გურამ კაშიამ შტრუგასთან შეხვედრაში
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,სლოვან ბრატისლავამ'' მაკედონიურ ,,შტრუგას'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გურამ კაშიამ, რომელმაც ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის შემდეგ, პირველი შეხვედრა ჩაატარა.
ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და Flashscore-სგან 6.3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
კაშიას გუნდი საპასუხო მატჩს მომავალ ოთხშაბათს, 17 ივლისს, მაკედონიაში გამართავს.