Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ჟირონასთან მატჩში?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ჟირონას" ესტუმრა და 1-2 დამარცხდა. სტუმრები დუროს ერთადერთი გოლით იგებდნენ, თუმცა კრისტიან სტუანიმ სიტუაცია 180 გრადუსით შემოაბრუნა, გიორგი მამარდაშვილს ჯერ 83-ე წუთზე გაუტანა, შემდეგ 88-ზე დუბლი შეასრულა.

Whoscored.com-ის მიხედვით ქართველმა მეკარემ (6.3) შეფასება დაიმსახურა, sofascore.com-ის მიხედვით კი - (6.8).
ორივე გუნდის შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ დუბლის ავტორი სტუანი გახდა - შესაბამისად 8.2 და 8.4 შეფასებით.

ამ მომენტისთვის ჟირონა ლა ლიგის პირველ ადგილზე გადავიდა 38 ქულით, ვალენსია კი მეათე ადგილზეა 19 ქულით.

სხვა სტატიები