რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა რეალთან შეხვედრაში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის ,,რეალმა'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც SofaScore-სგან 5.3-ქულიანი შეფასება მიიღო, რაც ორივე გუნდის რიგებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ორჯერ მოიგერია, ბურთს სულ 30-ჯერ შეეხო და 15-დან 10 (67%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
4.4 ქულით შეაფასა ქართველი მეკარის თამაში Whoscored-მა.
13 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 18 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 25 ნოემბერს, ,,სელტასთან'' შინ გამართავს.