Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება გრანადას წინააღმდეგ

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "გრანადას" ესტუმრა, "ღამურებმა" მატჩი ანდრე ალმეიდას ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 მოიგეს.

გიორგი მამარდაშვილმა მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა, ზედიზედ მეორე, ხოლო მთლიანად სეზონში მეთერთმეტე. ქართველი მეკარე შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, Sofascore-ს მიხედვით ვალენსიელთა გოლკიპერმა 7.4 შეფასება დაიმსახურა, მას მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა ჩენქ ოზქაჩარმა აჯობა (7.5). ანდრე ალმეიდას ჰქონდა 7.4 და "გრანადას" ნახევარმცველ ხერარდ გუმბაუს ასევე 7.4 შეფასება.

გიორგი მამარდაშვილმა 3 სეივი მიითვალა, ბურთს 47-ჯერ შეეხო, გადაცემების სიზუსტე 35-დან 14 (40%), 1-დან 1 საჰაერო დუელი მოიგო.

Whoscored-მა ქართველი მეკარე 7.3-ით შეაფასა.

"ვალენსია" ლა ლიგის ცხრილში 44 ქულით მე-7 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას "ღამურები" "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 15 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები