Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ოსასუნასთან მატჩში?

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 31-ე ტურში ,,ვალენსიამ'' ,,ოსასუნა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში ,,ღამურებს'' უკაპიტნა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 97-ე წუთზე ბუდიმირს საშინლად შესრულებული პენალტი აუღო.

ქართველმა მეკარემ SofaScore-სგან 7.1-ქულიანი შეფასება მიიღო.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ორჯერ მოიგერია, ბურთს სულ 41-ჯერ შეეხო და 34-დან 9 (26%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

7.3 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა.

31 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 47 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.

მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 20 აპრილს, ,,ბეტისთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები