Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ბარსელონასთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში "ვალენსიამ" "ბარსელონა" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. თამაშის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც 7-ჯერ მოიგერია ბარსელონას ფეხბურთელების მიერ დარტყმული ბურთი.

whoscored-ის მიხედვით გიორგიმ 7.4 შეფასება მიიღო, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ პეპელუს (7.5) ჩამორჩა, მამარდაშვილს მოწინააღმდეგეებიდან, ორი მეათედი ქულით, ჟოაო ფელიქსმა და რაფინიამ აჯობეს.

განსხვავებული სიტუაციაა sofascore-ის შემთხვევაში, გიორგიმ 7.6 ქულა დაიმსახურა და მხოლოდ პეპელუს და დე იონგს ჩამორჩა.

ვალენსია 20 ქულით ლა ლიგის ცხრილის შუაშია, "ღამურები" მომდევნო მატჩს სტუმრად "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ვალენსიას ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 5 შეხვედრიდან, არცერთი არ მოუგია.

სხვა სტატიები