Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ატლეტიკოსთან მატჩში?

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-5 ტურში ,,ვალენსიამ'' მადრიდის ,,ატლეტიკოს'' უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ,,ღამურების'' ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც Whoscored-სგან 7,8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მხოლოდ დუბლის ავტორს, უგო დუროსა (9) და ხავიერ გერას (8,2) ჩამორჩა.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა სამჯერ მოიგერია და ბურთს სულ 38-ჯერ შეეხო.

7,4 ქულით შეაფასა ქართველი მეკარის თამაში Sofascore-მა (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ გერას, დუროსა და კანოსს ჰქონდათ).

5 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 9 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. მამარდაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 23 სექტემბერს, ,,ალმერიასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები