Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი გოჩოლეიშვილმა პორტუსთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დონეცკის ,,შახტარი'' ,,პორტუსთან'' სტუმრად 3:5 დამარცხდა.

უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.

ქართველმა ფეხბურთელმა SofaScore-სგან 5,7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

გოჩოლეიშვილმა, რომელიც ბურთს სულ 76-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 13-დან 6 დუელი მოიგო და 46-დან 33 სწორი პასი (72%) გააკეთა.

6,1 ქულით შეაფასა გიორგის თამაში WhoScored-მა.

,,შახტარმა'' ჯგუფური ეტაპი 9 ქულით მე-3 პოზიციაზე დაასრულა. შედეგად, დონეცკელები ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ.

სხვა სტატიები