Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ ვესტ ბრომვიჩთან მატჩში?

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიფის 44-ე ტურში უოტფორდი ვესტ ბრომვიჩთან სტუმრად 3:0 დამარცხდა.

უოტფორდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედნიდან 62-ე წუთზე გაიყვანეს.

ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 6,3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 31-ჯერ შეეხო, 18-დან 15 ზუსტი გადაცემა (83%) გააკეთა და 9-დან 3 დუელი მოიგო.

ასევე 6,3 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Flashscore-მა, 5,9-ით კი - Whoscored-მა.

44 ტურის შემდეგ, უოტფორდს 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 25 აპრილს, მიდლსბროს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები