Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ საუთჰემპტონის წინააღმდეგ?

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 43-ე ტურის შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და ქართველის გუნდი 3:2 დამარცხდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ს მიხედვით თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება 6.9 დაიმსახურა. ის ბურთს 40-ჯერ შეეხო, 28 გადაცემა გააკეთა და 27 ზუსტი იყო (96%), ერთხელ კარისკენ დაარტყა და ერთხელაც კარში, 2 დრიბლინგიდან 1 გამოდგა წარმატებული, 5 ორთაბრძოლიდან 3 მოიგო. გიორგი ჩაკვეტაძეზე უკეთესი შეფასება მხოლოდ რაიან პორტეუსმა მიიღო - 7.0.

Whoscored-მა ქართველი ფეხბურთელი 6.5-ით შეაფასა.

"უოტფორდი" ინგლისის ჩემპიონშიპში 52 ქულით მე-15 ადგილზეა (12 მოგება, 16 ფრე, 15 მარცხი). შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი "ჰალ სიტის" დაუპირისპირდება, მატჩი 20 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები