რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ ნორვიჩთან მატჩში?
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში ,,ნორვიჩმა'' ,,,უოტფორდს'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მოედანზე 72 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 6.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 48-ჯერ შეეხო, 40-დან 37 სწორი გადაცემა გააკეთა (93%).
6.5 ქულით შეაფასა 24 წლის შემტევის თამაში Whoscored-მა.
32 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდს'' 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 17 თებერვალს, ,,როტერემ იუნაიტედის'' წინააღმდეგ გამართავს.
It ends in defeat.#WatfordFC pic.twitter.com/fhXuyTqUOx
— Watford Football Club (@WatfordFC) February 13, 2024