რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ იფსვიჩთან მატჩში?
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 42-ე ტურში ,,იფსვიჩმა'' ,,,უოტფორდს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მოედანზე 71 წუთი გაატარა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 7.1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 48-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 35-დან 28 სწორი გადაცემა გააკეთა (80%) და 10-დან 6 დუელი მოიგო.
6.8 ქულით შეაფასა 24 წლის შემტევის თამაში Whoscored-მა.
42 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდს'' 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 13 აპრილს, ,,საუთჰემპტონის'' წინააღმდეგ გამართავს.