Belive

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება პლიმუთის წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიპის მე-16 ტურში "პლიმუთმა" საკუთარ მოედანზე "უოტფორდი" მიიღო და შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა. შეხვედრის სამი გოლი პირველ ტაიმში ვიხილეთ. ანგარიში უოტფორდის მთავარმა გამტანმა, ვაკუნ ბაიომ მე-9 წუთზე გახსნა. 23-ზე მასპინძლებმა გაათანაბრეს. 41-ე წუთზე გოლი უოტფორდის ცენტრალურმა მცველმა, რაიან პორტეუსმა გაიტანა - მეორე ტაიმი ისე წარიმართა, თითქოს უოტფორდს თამაში გამარჯვებამდე მიჰყავდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე მასპინძლებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს.

მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი ჩაკვეტაძემ და მინდორზე 74 წუთი გაატარა. გიორგიმ 3-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, ერთხელ ჩარჩოში, ერთხელ კარს აცდა, ერთხელ კი მცველი გადაეღობა. ქართველი პასებს 89%-იანი სიზუსტით აკეთებდა (27/24). sofascore-მა და whoscored-მა ჩაკვეტაძეს შესაბამისად 6.7 და 6.3 შეფასება დაუწერა.

16 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, უოტფორდს 26 ქულა აქვს და ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება. მართალია, პირველ ადგილზე მყოფ "სანდერლენდთან" სხვაობა 5 ქულაა, თუმცა მე-16 ტურის მატჩები პლიმუთისა და უოტფორდის გარდა ყველას ჩასატარებელი აქვს.

სხვა სტატიები