Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ ჰადერსფილდთან მატჩში?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-15 ტურის შეხვედრა ,,ჰადერსფილდსა'' და ,,უოტფორდს'' შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

,,უოტფორდის'' ძირითად შემადგენლობაში იყო (მეორედ მიმდინარე სეზონში) გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მოედანზე 67 წუთი გაატარა.

ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 6.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 38-ჯერ შეეხო, 6-დან 3 დუელი მოიგო და 31-დან 27 სწორი გადაცემა გააკეთა (87%).

6.3 ქულით შეაფასა 24 წლის შემტევის თამაში Whoscored-მა.

15 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდს'' 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 11 ნოემბერს, ,,როტერემ იუნაიტედის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები