Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ ბრისტოლთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურში ,,უოტფორდმა'' ,,ბრისტოლ სიტის'' უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

მატჩში მეორე ტაიმის სტარტზევე ჩაერთო მასპინძელთა შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც იგნლისური გუნდის შემადგენლობაში დღეს პირველი გოლის გატანა შეძლო.

ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 6.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა (მეტი მხოლოდ იასერ ასპრილიამ და უესლი ჰუდტმა მიიღეს).

ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 27-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა და 17-დან 15 სწორი გადაცემა გააკეთა (88%).

6.9 ქულით შეაფასა 24 წლის შემტევის თამაში Whoscored-მა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ იასპერ ასპრილიას ჩამორჩა.

24 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდს'' 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 29 დეკემბერს, ,,სტოკ სიტის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები