Belive

"რა საჭიროა ზამთარში - თოვლსა და წვიმაში თამაში?" - დე ლაურენტისი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უჩვეულო იდეით გამოდის და აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ევროპაში სეზონი 1 აპრილს დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება.

დე ლაურენტისის აზრით, ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს ზამთრის თოვლიან, წვიმიან და ცივი ამინდებში თამაში არ მოუწევთ. La Repubblica-სთან საუბარში, დე ლაურენტისმა საინტერესო მოსაზრება წამოაყენა.

"იდეა მაქვს. რა საჭიროა ფეხბურთის თამაში ზამთრის თოვლიან, წვიმიან და სეტყვიან ამინდში? რატომ არ შეიძლება, რომ სეზონი 1 აპრილს დაიწყოს. 7 თვის განმავლობაში, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, ადგილობრივი ჩემპიონატები და ევროტურნირები გაიმართება. ნოემბრიდან მარტის ჩათვლით 5 თვეა იმისთვის, რომ მოთამაშეებმა დაისვენონ და წინასასეზონო მომზადება გაიარონ", - დე ლაურენტისი.

შეგახსენებთ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, დე ლაურენტისის "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები