ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ფიორენტინას წინააღმდეგ
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "ფიორენტინას" ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლის წყალობით ნეაპოლურმა გუნდმა ქულის მოპოვება შეძლო, კვარამ მოედანზე 86 წუთი გაატარა. Sofascore-ს მიხედვით ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე მაღალი შეფასება 7.8 დაიმსახურა, მან ერთხელ კარში დაარტყა და გოლად გარდაქმნა, 4-ჯერ კარისკენ, 5 შესრულებული დრიბლინგიდან 3 წარმატებული იყო, ბურთს 38-ჯერ შეეხო, 10 გადაცემა გააკეთა და 8 ზუსტი იყო (80%), 17 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 9-ში გამარჯვებული დარჩა.
Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას ასევე უმაღლესი შეფასება 7.7 დაუწერა.
⏹️ FULL TIME: #FiorentinaNapoli 2-2
— Official SSC Napoli (@sscnapoli) May 17, 2024
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/g8DGgpGhNq
"ნაპოლის" სერია A-ს ცხრილში 52 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა (13 მოგება, 13 ფრე და 11 მარცხი), ქართველი ფეხბურთელის გუნდს ევროთასების ზონამდე 2 ქულა აშორებს, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ ერთი მატჩია. შემდეგ და 2023/24 წლების სეზონი ბოლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი "ლეჩეს" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 26 მაისს გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს.