Belive

რა სასჯელი ელოდება სადიო მანეს ლეროი სანესთან ინციდენტის შემდეგ?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევს, სადიო მანეს გუნდის გასახდელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სერიოზული სანქციები ემუქრება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტისთან" ბავარიული კლუბი სტუმრად (0:3) დამარცხდა, გერმანელთა გასახდელში, კონფლიქტი მოხდა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც სწორედ სენეგალელი სუპერვარსკვლავი იყო. უფრო კონკრეტულად 31 წლის ფეხბურთელი ლეროი სახნეს დაუპირისპირდა და როგორც ირკვევა, მას ხელითაც შეეხო.

სადიო მანემ კლუბის მმართველების მხრიდან 350 000 ევროს ოდენობის ჯარიმა მიიღო, რაც "ბაიერნის" ისტორიაში სარეკორდო თანხაა. ასეთივე ფაქტი კლუბში 2012 წელსაც მოხდა, როცა ფრანკ რიბერის მსგავსი კონფლიქტი არიენ რობენთან ჰქონდა - ფრანგი მაშინ 50 000 ევროთი დასაჯეს.

BILD-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, "ბაიერნი" მანესთვის ერთი თვის ხელფასის არ გადახდასაც განიხილავდა, თუმცა საბოლოო ჯამში ასეთ სასჯელზე შეჯერდნენ.

შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ეს ბოლო სასჯელი არ იყოს, რომელსაც სადიო მანე მიიღებს. გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს მისი და სერჟ გნაბრის ტრანსფერების განხორციელება კლუბის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.

სადიო მანე "ბაიერნში" 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპულში" გატარებული 6 წლის და 6 ტიტულის მოგების შემდეგ 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 32 მატჩში 11 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები