Belive

"რა? სად? როდის?" საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მონაწილეობით (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაშინ როცა, კორონავირუსის გამო მსოფლიოში საფეხბურთო ცხოვრება შეჩერებულია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები შეკრებას მაინც ახერხებენ. ოღონდ, არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ ინტერნეტ-პლატფორმაზე და თავს საინტერესოდაც იქცევენ. ეროვნული გუნდის ფეხბურთელები: გიორგი მაკარიძე, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი, გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი, ბაჩანა არაბული, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია და ბაჩანა ცხადაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ინტერნეტის მეშვეობით ინტელექტუალურ თამაშს "რა? სად? როდის?" თამაშობენ და ინტელექტ-კლუბის გამოცდილ მოაზროვნეებს უპირისპირდებიან. თამაშის ჩანაწერი სფფ-ს ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

სხვა სტატიები