,,რა დასანანია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ტალანტი ვერ ვნახეთ'' - ასტონ ვილას ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე
18 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-სა და ასტონ ვილას მატჩის შემდეგ, CBS Sports-ის ეთერში ექსპერტებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს.
ასტონ ვილას ყოფილმა ნახევარმცველმა, ნაიჯელ რეო-კოკერმა, ქართველი შემტევის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
,,დღეს კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ფანტასტიკური იყო. მისი დიდი ფანი ვარ... დასანანია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ტალანტი ვერ ვნახეთ, მაგრამ ახლა, ახალ სეზონამდე, კარგად დაისვენა და მისგან კიდევ ბევრ რამეს უნდა ველოდოთ.
იმის გათვალისწინებით თუ როგორ თამაშობს უკვე, შეიძლება, გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ, ვგრძნობ, რომ მომატება კიდევ შეუძლია.'' - ნაიჯელ რეო-კოკერი
ქართველ ფეხბურთელზე ყოფილმა ამერიკელმა ფეხბურთელმა, მაიკ გრელამაც ისაუბრა, რომელმაც ყურადღება კვარაცხელიას ტექნიკურ უნარებსა და მოედანზე გამოჩენილ თავდადებაზე გაამახვილა:
,,ორივე ფეხს თანაბრად ფლობს, ხომ ასეა? შეუძლია წავიდეს მარჯვნივ ან მარცხნივ. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების უმეტესობა, როგორც წესი, მხოლოდ იმ მხარეს მიდის, სადაც ძლიერია. ის არაპროგნოზირებადია.
როდესაც რთულ სიტუაციაში ექცევა, ხედავთ, რომ შეუძლია თანაგუნდელებისთვის სივრცე შექმნას. ასე რომ, მას აქვს ენერგია და სამუშაო ეთიკა ბურთის გარეშე... ის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სამაგალითოა. კვარაცხელია მოედნის ორივე მხარეს მუშაობს და ესმის, რა არის საჭირო ჩემპიონობისთვის!'' - მაიკ გრელა
უეფას სუპერთასის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლით გამოიჩინა.
პსჟ-ს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება - კვირას, 16 აგვისტოს, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ლანსს დაუპირისპირდება.