რა ბედი ეწევა ანჩელოტის შვილ დავიდეს რეალიდან წასვლის შემდეგ?!
მიმდინარე სეზონის მე-4 "ელ კლასიკოში" განცდილი მარცხიდან 24 საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს და სეზონის ბოლო "მადრიდის რეალს" ოფიციალურად დატოვებს.
სახელოვანი იტალიელი სპეციალისტი "სელესაოს" მიმდინარე წლის ივნისიდან გაუძღვება და ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ეკვადორისა და პარაგვაის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის მოამზადებს.
საინტერესოა რა ბედი ეწევა მის შვილ - დავიდეს, რომელიც კარლოს დამხმარე მწვრთნელად მუშაობდა?! - ეს კითხვა სოციალურ ქსელებში დიდი დავის საგანი გახდა, მოგვიანებით კი დაიწერა, რომ იგი მზად არის, კარიერაში პირველად მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავოს, მასზე ნადირობა კი შოტლანდიურმა გრანდმა "რეინჯერსმა" დაიწყო და მოლაპარაკებები უკვე ბოლო ეტაპზეა.
🚨 BREAKING: Davide Ancelotti is joining the Glasgow Rangers as their new manager. @diarioas pic.twitter.com/yIaDsBMGgQ
— Madrid Zone (@theMadridZone) May 12, 2025
35 წლის დავიდე ანჩელოტი, მთელი კარიერის განმავლობაში მამამისს დაჰყვებოდა. იგი 2012 წელს "პსჟ"-ში ფიტნეს მწვრთნელად მუშაობდა, 2013 წელს კი "რეალში" დაიწყო ფიტნეს მწვრთნელობა.
2016-2018 წლებში "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის დამხმარე მწვრთნელი იყო, შემდეგ მამამისს "ნაპოლიში" გაჰყვა, მას შემდეგ კი 2019 წელს "ევერტონში", საბოლოოდ კი იგი 2021 წლიდან "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის დამხმარეა, სეზონის ბოლოს კი იგი კლუბს დატოვებს და უკვე მთავარ მწვრთნელობაზე იფიქრებს.