რა ანგარიშით დასრულდება ელ კლასიკო? - მიატოვიჩის პროგნოზი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,რეალის'' ყოფილი ფეხბურთელისა და დირექტორის, პრედრაგ მიატოვიჩის აზრით, ,,ელ კლასიკო'' მადრიდული გუნდის გამარჯვებით დასრულდება:
,,ძალიან თანაბარი მატჩი გველის, ბევრი ტაქტიკური ჩანაფიქრით... ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს.
ელ კლასიკოში მითამაშია - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ ადგილზეა და როგორ ფორმაში არიან გუნდები. ვფიქრობ, რეალი მინიმალური სხვაობით მოიგებს - 2:1.'' - მიატოვიჩი
დღეს, ლა ლიგის მე-11 ტურში, ,,ბარსელონა'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 18:15 სთ-ზე დაიწყება.
10 ტურის შემდეგ მადრიდული გუნდი 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, კატალონიელებს კი 24 ქულა აქვთ და მე-3 ადგილს იკავებენ.