Belive

"ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა" - პეპ გვარდიოლა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლა იტალიურ სატელევიზიო გადაცემა Che Tempo-ში სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც ჰკითხეს თუ ვინ იყო ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, ესპანელმა სპეციალისტმა კითხვაზე დაუფიქრებლად ლეო მესი უპასუხა:

ჩემთვის ადვილია იმის თქმა, რომ ის ყველა დროის საუკეთესოა. შესაძლოა, ეს პელესა და მარადონას მიმართ პატივისცემის ნაკლებობას გამოხატავს, მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესოა.

როგორც მწვრთნელი ვამბობ, რომ მისნაირი ფეხბურთელი მე არასდროს მინახავს. წარმოდგენაც კი რთულია იმის, რომ 15-20 წელი შეინარჩუნო ასეთი სტაბილურობა. როდესაც მას ხედავ შენ ფიქრობ ტაიგერ ვუდსზე ან მაიკლ ჯორდანზე, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მასთან მუშობის საშუალება გვქონდა. - პეპ გვარდიოლა ლეო მესიზე

პეპ გვარდიოლა და ლეო მესი "ბარსელონაში" ერთად 4 სეზონის განმავლობაში, 2008 წლიდან 2012 წლამდე იმყოფებოდნენ. მესიმ იმ პერიოდში 219 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 211 გოლი და გააკეთა 94 საგოლე გადაცემა.

პეპმა "ბარსელონაში" როგორც მწვრთნელმა მოიგო: 2 ჩემპიონთა ლიგა, 3 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერთასი, 2 უეფას სუპერთასი, 2 ფიფას მსოფლიო საკლუბო თასი და ინდივიდუალურად ორჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი.

ლეო მესიმ 2008 წლიდან 2012 წლამდე 4 ოქროს ბურთის მოპოვება შეძლო და ასევე 2-ჯერ გახდა ოქროს ბუცის მფლობელი.

სხვა სტატიები