Belive

ქვილითაიას პოკერი და საგოლე გადაცემა გენტში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
21 ოქტომბერს "გენტმა" ამხანაგური მატჩი "ბეერსხოტთან" გამართა და მეტოქე 8:0 გაანადგურა. ბელგიელთა შემადგენლობაში გაიბრწყინა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც შეხვედრაში 4 გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, 20 წლის ფეხბურთელი თამაშს კვლავ ვერ ახერხებს. "გენტი" ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ 20 ქულით  მე-3 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები