Belive

ქუილინდში ჰართმანი: "ტურნირის წინ საქართველოს ჯგუფის სათავეში ყოფნას არ ველოდით"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების წინ, ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა, ქუილინდში ჰართმანმა კომენტარი გააკეთა.

"მადლობა, რომ ფავორიტები გვიწოდეთ, თუმცა ვფიქრობ ამ შეხვედრებში საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ წარმოვაჩინეთ.

ხვალინდელ მატჩში ჩვენი თამაშის გაუმჯობესება გვჭირდება, რათა ჯგუფიდან გასვლა მოვახერხოთ.

თავიდან, როცა ჯგუფს ვუყურებდით, არ ველოდებოდით, რომ საქართველო ჯგუფის სათავეში იქნებოდა, მაგრამ ის ატმოსფერო, რომელსაც სავსე სტადიონი და ჰიმნის ერთად შესრულება ქმნის, ფეხბურთელებზე გადადის და ეს მათ მოტივაციას აძლევს", - თქვა როტერდამის "ფეიენოორდის" 21 წლის მარცხენა მცველმა. 

საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებების მატჩი 27 ივნისს, "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

სხვა სტატიები