გია ცეცაძე ქუთაისის ტორპედოს აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ხელმძღვანელობამ 47 წლის სპეციალისტს დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერილი განცხადება დაუკმაყოფილა და გუნდის დატოვების ნება მისცა.
კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.
გია ცეცაძეს ბოლო პერიოდში გუნდში არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჰქონდა, რასაც "ტორპედოს" ქომაგების მხრიდან მისი მისამართით უკმაყოფილება ერთვოდა.
ამჟამად, ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 10 ტურის შემდეგ დაგროვებული 11 ქულით ქვეყნის 4-გზის ჩემპიონი ბოლოდან მესამე, მერვე პოზიციას იკავებს.