კონფერენსლიგაზე დინამოსა და ტორპედოს მეტოქეები გაირკვა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. 2024/25 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციოზე "დინამო თბილისს" მონტენეგროს "მორნარი" შეხვდება. ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე კი ალბანური "ტირანა" იქნება.
დინამოს შემთხვევაში, ორმატჩიან დუელში პირველი დაპირისპირება სტუმრად, 11 ივლისს შედგება. საპასუხო მატჩი 18 ივლისს თბილისში გაიმართება. ქუთაისელები ტირანასთან პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, საპასუხოს კი - სტუმრად.
კონფერენსლიგის რიგით მეოთხე, 2024/25 წლების გათამაშება ახალი ფორმატით ჩატარდება. ფინალურ მატჩს 2025 წლის 28 მაისს, პოლონეთის ქალაქი ვროცლავი უმასპინძლებს.
The 2024/25 UEFA Conference League first qualifying round draw took place today ✅
— UEFA Europa Conference League (@europacnfleague) June 18, 2024
Tap below to see the full result ⬇️#UECL