Belive

ქუთაისის ტორპედომ უკრაინის მოქალაქე ქართველი ფეხბურთელი დაიმატა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედომ" უკრაინის მოქალაქეობის მქონე, წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი, ლევნ არველაძე დაიმატა. 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თბილისშია დაბადებული, თუმცა როგორც ახალგაზრდული, ისე პროფესიონალური კარიერა მთლიანად უკრაინაში აქვს გატარებული. არველაძე "დნიპროს" აკადემიის აღზრდილია და ლუჰანსკის "ზორიას", "კრივბასის", "აგრობიზნესის", "ნაფტოვიკის" და "სკალას" შემადგენლობაში უთამაშია, ბოლოს კი "დესნას" წევრი გახლდათ, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა. ლევან არველაძე ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 5 შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის 4-გზის ჩემპიონი 6 ქულით ბოლოდან მესამე, მერვე პოზიციას იკავებს და შემდეგ შეხვედრას 10 აპრილს, თბილისში, "დინამო არენაზე", "გაგრას" წინააღმდეგ ჩაატარებს.  

სხვა სტატიები