Belive

ქუთაისის ტორპედოს ახალი სეზონიდან 3 წლის ვადით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

“ტორპედოს” ახალი სეზონიდან 3 წლის ვადით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური გუნდი აქვეყნებს.

დირკ შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, “დარმშტადტს” იგი მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა სათავეში და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა, ხოლო შემდგომ სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაც მოახერხა. გარდა ამისა ის წარმატებით თანამშრომლობდა “აუგსბურგთან”, “ერცგებირგესა” და ბოლოს 2022-2024 წლებში “კაიზერსლაუტერნთან”. ეს უკანასკნელიც მან მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.

მან პირველ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ ნდობას, რაც მასსა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც “ტორპედოს” საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება.

მისი ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთანაც მას თანამშრომლობის 12 წელი აკავშირებს.

გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გუნდი მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.