ნოდარ ლომინაძე ეშტორილიდან ტორპედოში მოდის
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიურ ეშტორილში 1 წლის გატარების შემდეგ, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი, ნოდარ ლომინაძე, კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს - ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა, რაც შემდეგ თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.
ნოდარ ლომინაძე და კლუბი შეთანხმებას 24 ივლისს მოაწერენ ხელს, სწორედ ამ დღეს გაივლის ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას. კონტრაქტი 2-წლიანი იქნება, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტს ითვალისწინებს.
ლომინაძე თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, ის პორტუგალიურ ეშტორილს წინა ზაფხულს შეუერთდა, ჩაატარა 16 მატჩი და 2 გოლი გაიტანა. ქუთაისელთა ახალწვეულმა ორჯერ ითამაშა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე - 2023 წელს საქართველოში გამართულ ტურნირზე, ხოლო 2025 წელს - სლოვაკეთში.