Belive

ქოჩორაშვილის გოლი და ფრე კორდობასთან | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურში "ლევანტემ" "კორდობას" უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და მასპინძლებმა გამარჯვება ხელიდან მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გაუშვეს.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა ლევანტეს კარი მეორე ტაიმის დაწყებიდან 1წუთში აიღეს. გოლი ზინედინ ზიდანის შვილმა, ტეო ზიდანმა გაიტანა. ანგარიში 10 წუთში, ხოსე მორალესმა გაათანაბრა, 72-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ლევვანტე წინ გაიყვანა. თითქოს, ქართველის მიერ გატანილ გოლს მასპინძლებისთვის გამარჯვება მოჰქონდა, თუმცა 94-ე წუთზე მსაჯმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, ამჯერად მასპინძელთა კარში და გონსალესმა ანგარიში გაათანაბრა.

გიორგი ქოჩორაშვილმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორი 85-ე წუთზე დატოვა. ქოჩორაშვილისთვის ეს მე-4 გოლი იყო ჩემპიონატში, ქართველს 3 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. sofascore-მა გიორგი 7.5 შეფასება დაუწერა, რაც საუკეთესოა ლევანტეს შემადგენლობაში.

19 ტურის შემდეგ, ვალენსიელებს 30 ქულა აქვთ და ცხრილის მე-4 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები