ქოჩორაშვილი ვარჯიშს 30 დეკემბერს განაახლებს
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგა 2-ში, "უესკას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" კოჭის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. 2024 წლის ბოლო დაპირისპირებაში, ქოჩორაშვილის გარეშე მოთამაშე "ლევანტემ" მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქოჩორაშვილს კოჭის ტრავმა აწუხებდა და უცნობი იყო თარიღი, თუ როდის შეძლებდა ქართველი ლეგიონერი მოედანზე დაბრუნებას, თუმცა უკანასკნელი ცნობები დამაიმედებელია და დასტურდება, რომ გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტესთან" ერთად, 30 დეკემბერს სრული დატვირთვით ივარჯიშებს.
ზუსტი ინფორმაციის გავრცელება კვლავ ჭირს, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი იყოს და ქოჩორაშვილს დასაბრუნებლად მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდეს. "ლევანტემ" დაადასტურა, რომ ქოჩორაშვილს კოჭის მყესების მსუბუქი დაჭიმულობა აქვს და გუნდთან ერთად ვარჯიშს 30 დეკემბერს განაახლებს. - Mundo Levante UD.
შეგახსენებთ, ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" მაისური 16 მატჩში მოირგო, სადაც 4 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.