Belive

ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი - რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა.

Forbes-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ვარსკვლავის შემოსავალმა 2022 წლის პირველი მაისიდან 2023 წლის პირველ მაისამდე, 136 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სპორტსმენებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.

გასული წლის რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა, არგენტინელმა 2022 წელს 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

წლის 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი Forbes-ის ვერსიით:

  1. კრიშტიანუ რონალდუ - 136 მილიონი დოლარი
  2. ლეო მესი - 130 მილიონი დოლარი
  3. კილიან მბაპე - 120 მილიონი დოლარი
  4. ლებრონ ჯეიმსი - 119 მილიონი დოლარი
  5. კანელო ალვარესი - 110 მილიონი დოლარი

სხვა სტატიები